Automation & Power Distribution Systems
ჩვენ ვაპროექტებთ, ვაავტომატიზებთ, ვამონტაჟებთ, ვიცავთ, ვემსახურებითელექტროსისტემებს.
ელექტრომომარაგება, ავტომატიზაცია, SCADA, დამიწება და მეხამრიდი სამრეწველო და საცხოვრებელი ობიექტებისთვის, დაპროექტებული და დამონტაჟებული IEC სტანდარტებით, ჩაბარების შემდგომი სერვისით.
- საინჟინრო სერვისი
- 7
- პროდუქციის მიმართულება
- 6
- პროექტი პორტფოლიოში
- 7
- სტანდარტები ყველა სამუშაოში
- IEC
ყველაფერი, რაც ელექტროობას უკავშირდება, ერთ სივრცეში
პირველი აუდიტიდან და ნახაზიდან მონტაჟამდე, გაშვებამდე და შემდგომ მომსახურებამდე.
ვთანამშრომლობთ წამყვან მწარმოებლებთან
განხორციელებული პროექტები
სასტუმროები, ჰიდროელექტროსადგურები, კლინიკები და ლაბორატორიები.
სასტუმროებიქეისიRedcoRedco-ს Twins და Four Seasons აპარტ-ჰოტელების კომპლექსები
შესრულდა აღნიშნული კომპლექსების სრული ელექტრული პროექტირება: როგორც ძალური ელექტროგამანაწილებელი და მომარაგების ქსელის, ასევე სუსტი დენების სისტემების.
- სასტუმროები
Paragraph Resort & Spa Shekvetili
დაპროექტდა განათების მართვის სისტემა.
- სასტუმროები
Hilton Garden Inn Riverview
საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში შესრულდა სამუშაო ნახაზები აღნიშნული ობიექტის ელექტრომომარაგებისა და ელექტროგამანაწილებელი ფარებისთვის. გადამოწმდა და ჩასწორდა დამიწებისა და მეხამრიდის სისტემები.
- ენერგეტიკა და ჰესებიქეისი
ახალქალაქი ჰესი-1 და ახალქალაქი ჰესი-2
შესრულდა საპროექტო სამუშაოები სათავე და სამანქანე ნაგებობებისთვის, რომლებიც მოიცავს შემდეგ სისტემებს.
- კვლევა და ლაბორატორიები
ლიმბახის ლაბორატორია
დაპროექტდა ნაგებობათა მართვის სისტემა (BMS).
- სასტუმროები
სასტუმრო ბოდბე
საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში შესწორდა სამუშაო ნახაზები აღნიშნული ობიექტის ელექტრომომარაგებისა და ელექტროგამანაწილებელი ფარებისთვის. გადამოწმდა და ჩასწორდა ელექტრომომარაგების სისტემის გათვლები და განათების მართვის სისტემა.
ორი ჰესი, შვიდი სისტემა
ქეისი · ენერგეტიკა და ჰესები
ახალქალაქი ჰესი-1 და ახალქალაქი ჰესი-2
შესრულდა საპროექტო სამუშაოები სათავე და სამანქანე ნაგებობებისთვის, რომლებიც მოიცავს შემდეგ სისტემებს.
კომპონენტები, რომლებსაც ვაწვდით
კაბელები, ამომრთველები, სამონტაჟო მასალები და ავტომატიზაციის კომპონენტები წამყვანი მწარმოებლებისგან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აუდიტიდან შემდგომ მომსახურებამდე
- 1
აუდიტი და კონსულტაცია
ვაფასებთ, რამდენად უსაფრთხოა არსებული ელექტროსისტემა და რა სჭირდება პროექტს.
- 2
პროექტირება
ნახაზები და სქემები EPLAN-სა და AutoCAD-ში ძალოვანი, ავტომატიზაციისა და სუსტი დენების სისტემებისთვის.
- 3
მიწოდება და მონტაჟი
ფარების აწყობა და ადგილზე მონტაჟი წამყვანი მწარმოებლების კომპონენტებით.
- 4
სერვისი
მოქმედი ობიექტების ტექნიკური სერვისი აუთსორსინგით, მონტაჟის შემდეგაც.
გეგმავთ პროექტს?
მოგვიყევით ობიექტისა და სამუშაოს მოცულობის შესახებ და ჩვენი ინჟინერი დაგიკავშირდებათ.














