სერვისები
პროექტირება
ელექტროგამანაწილებელი, დამიწებისა და მეხამრიდის, ავტომატიზაციის, შენობების მართვისა და სუსტი დენების სისტემების პროექტირება EPLAN-სა და AutoCAD-ში.

პროექტირება არის პირველი და ძირითადი ეტაპი ყოველი მშენებლობის/პროექტის. საპროექტო განყოფილება იყენებს საკუთარ საქმეში ისეთ საყოველთაოდ ცნობილ პროგრამებს, როგორიცაა EPLAN და AutoCAD.
კომპანიის ინჟინრებს შეუძლიათ დააპროექტონ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემები, დამიწებისა და მეხამრიდის სისტემები, სამრეწველო ავტომატიზაციის სისტემები, ნაგებობათა მართვის სისტემები და მთელი რიგი ე.წ. „სუსტი დენების“ სისტემები, როგორიცაა ხანძრის აღმოჩენის სისტემა, ვიდეომეთვალყურეობა, დაშვებისა და სიგნალიზაციის სისტემები და ა.შ.
პროექტირების სერვისებს ვთავაზობთ როგორც ინდუსტრიულ, ასევე რეზიდენციულ ობიექტებს.
პროექტები ამ სერვისით
Redco-ს Twins და Four Seasons აპარტ-ჰოტელების კომპლექსები
შესრულდა აღნიშნული კომპლექსების სრული ელექტრული პროექტირება: როგორც ძალური ელექტროგამანაწილებელი და მომარაგების ქსელის, ასევე სუსტი დენების სისტემების.
Paragraph Resort & Spa Shekvetili
დაპროექტდა განათების მართვის სისტემა.
Hilton Garden Inn Riverview
საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში შესრულდა სამუშაო ნახაზები აღნიშნული ობიექტის ელექტრომომარაგებისა და ელექტროგამანაწილებელი ფარებისთვის. გადამოწმდა და ჩასწორდა დამიწებისა და მეხამრიდის სისტემები.
ახალქალაქი ჰესი-1 და ახალქალაქი ჰესი-2
შესრულდა საპროექტო სამუშაოები სათავე და სამანქანე ნაგებობებისთვის, რომლებიც მოიცავს შემდეგ სისტემებს.
ლიმბახის ლაბორატორია
დაპროექტდა ნაგებობათა მართვის სისტემა (BMS).
სასტუმრო ბოდბე
საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში შესწორდა სამუშაო ნახაზები აღნიშნული ობიექტის ელექტრომომარაგებისა და ელექტროგამანაწილებელი ფარებისთვის. გადამოწმდა და ჩასწორდა ელექტრომომარაგების სისტემის გათვლები და განათების მართვის სისტემა.
გეგმავთ პროექტს?
მოგვიყევით ობიექტისა და სამუშაოს მოცულობის შესახებ და ჩვენი ინჟინერი დაგიკავშირდებათ.

