სერვისები
ელექტრომომარაგება
ელექტრომომარაგების პროექტირება და მონტაჟი, ელექტროგამანაწილებელი ფარები და კომპონენტების საცალო გაყიდვა, სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ ელექტრომომარაგების როგორც საპროექტო, ასევე სამონტაჟო სერვისს. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სრული გადაწყვეტა, იქნება ეს პროექტი, ელექტროგამანაწილებელი ფარი თუ მხოლოდ საცალო გაყიდვით პროდუქტი.
აღნიშნულ დისციპლინაში ასევე გთავაზობთ საცალო გაყიდვას ყველა საჭირო კომპონენტისას, როგორიცაა ავტომატური ამომრთველები, სიხშირული ამძრავები, გამთიშველები, გადაძაბვისგან დაცვის მოწყობილობები და მრავალი სხვა პროდუქტი.
პროექტები ამ სერვისით
Redco-ს Twins და Four Seasons აპარტ-ჰოტელების კომპლექსები
შესრულდა აღნიშნული კომპლექსების სრული ელექტრული პროექტირება: როგორც ძალური ელექტროგამანაწილებელი და მომარაგების ქსელის, ასევე სუსტი დენების სისტემების.
Hilton Garden Inn Riverview
საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში შესრულდა სამუშაო ნახაზები აღნიშნული ობიექტის ელექტრომომარაგებისა და ელექტროგამანაწილებელი ფარებისთვის. გადამოწმდა და ჩასწორდა დამიწებისა და მეხამრიდის სისტემები.
სასტუმრო ბოდბე
საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში შესწორდა სამუშაო ნახაზები აღნიშნული ობიექტის ელექტრომომარაგებისა და ელექტროგამანაწილებელი ფარებისთვის. გადამოწმდა და ჩასწორდა ელექტრომომარაგების სისტემის გათვლები და განათების მართვის სისტემა.
გეგმავთ პროექტს?
მოგვიყევით ობიექტისა და სამუშაოს მოცულობის შესახებ და ჩვენი ინჟინერი დაგიკავშირდებათ.

